„სთორქ აივიეფ“ის გამოცდილი კოორდინატორები მოგემსახურებათ , გაგაცნობთ ჩვენი კლინიკისა და პროგრამების შესახებ დეტალურად, გიპასუხებენ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. შეგიძლიათ ესაუბროთ კონკრეტულად თქვენს ისტორიაზე. მიზნის მისაღწევად შევდგენთ ყველაზე ოპტიმალურ გზას . კოორდინატორები გაგიწევენ კონსულტაციას დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით (Skype, facetime, Viber, WhatsApp ) რომელთა მონაცემები მითითებულია ჩვენს გვერდზე .
ჩვენ მოგაწვდით ხელშეკრების ფორმას , ფინანსურ დოკუმენტაციას, სამედიცინო მომსახურების თქვენზე მორგებულ გეგმას . თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ჩვენთან საუბრისას და შევიტანოთ კორექტივები ერთობრივი განხილვის შედეგეად .
როცა გადავწყვიტავთ რომ გავხდეთ მშობლები და ჩვენს ურთიერთობას მივცეთ ოფიციალური სახე, აუცილებელია შესაბამისი იურდიული დოკუმენტაციის შედგენა და ხელმოწერით დადასტურება . ჩვენი კლინიკის იურისტები მზად არიან გაგიწიოთ თანამშრომლობა და დაგეხმაროთ საკანონმდებლო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში . ამ ხელშეკრულებებში სრულად გაწერილია თქვენი და სუროგატი დედის უფლება -მოვალეობები. ამისათვის სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად საჭირო იქნება მომავალი მშობლების პასპორტის ქსეროასლები.
პირველ რიგში იწყება კანდიდატის მოძიოება სუროგატი დედების ბაზიდან უნდა შევარჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი კანდიდატი. თუმცა, შესძლოა ორი კანდიდატის შერჩევაც. შერჩევის დროს ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს და შენიშვნებს . საბოლოო ჯამში შერჩეული იქნება ოპტიმალური ვარიანტი .
ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით სუროგატ დედას უნდა ჰქონდეს წინა მშობიარობა ეს სავალდებულოა .
სუროგატ დედას ჩაუტარდება მისი ჯანმრთელობის სტატუსის გამოსაკვლევად ყველა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები შეფასებული იქნება მისი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური სტატუსი, შემოწმებული იქნება ნარკო და ნიკოტინ დამოკიდებულებაზე .
ორსული სუროგატი დედები იმყოფებიან მთელი ორსულობის მანძილზე სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რათა მაქსიმალურად გაკონტროლდეს ორსულობაში შესაძლო გართულებები მათი თავიდან აცილების მიზნით .
როცა კანდიდატი უკვე შერჩეული გყავთ კოორდინატორს შეუძლია Skype ს საშუალებით დაგაკავშიროთ და გაგასაუბროთ მასთან . პირადი კონტაქტისას შესძლოა გაგიჩნდეთ კითხვები და ჩამოგიყალიბდეთ პირველი შთაბეჭდილება მასზე . თქვენ მიიღებთ მასზე ინფორმაციას როგორც ადამიანზე , კერძო ინდივიდზე რომელსაც შეიძლება ანდოთ თქვენი შვილის ბედი . როცა დარწმუნდებით რომ ის აკმაყოფილებს თქვენს ყველა კრ იტერიუმს თქვენ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და შეძლებთ გადახვიდეთ შემდგომ ეტაპზე .
მხარეებს შორის დასტურის შემდეგ, სუროგატი დედას ჩაუტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა . განხილვის პროცესი დაახლოებით გრძელდება ერთი თვე. .
სუროგატი დედის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდგომ, კლინიკა აძლევს თანხმობას აიყვანოს არჩეული კანდიდატი და მშობლებს მიაწოდოს დეტალურ ინფორმაციას . .
ამ ეტაპზე, ყველა დოკუმენტი გაზიარდება მხარეებს შორის . ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, სამედიცინო პროცესი დაიწყება..
ემბრიონის შექმნა: რეპროდუქციული უჯრედების მიღება შესაძლებელია მშობლისგან ან ჯანმრთელი დონორისგან. ემბრიონის შექმნის პარალელურად, სუროგატი დედა შეიძლება მომზადდეს ემბრიონის გადასატანად, სურვილისამებრ, სუროგატი დედის მკურნალობა შესაძლებელია ემბრიონის მომზადების შემდგომაც .
ემბრიონის გადატანა ჩვენს კლინიკაში განხორციელდება ლიცენზირებული რეპროდუქტოლოგები და მეან-გინეკოლოგების ხელმძღვანელობით. მკურნალობის დაწყებიდან ემბრიონის გადატანამდე დაახლოებით საჭიროა 30-45 დღიანი ლოდინი . თქვენს ყველა სამედიცინო კითხვებს უპასუხებს ჩვენი ლინიკის ექიმები.
ორსულობის არსებობის შემოწმება შესაძლებელია ემბრიონის გადატანიდან 10-12 დღის შემდეგ სისხლის ანალიზით ხოლო ორსულობის დანახვა ექოსკოპიურად უფრო მოგვიანებით .
ორსულობის პერიოდი 37-41 კვირაა . ჩვენი კლინიკა ნაბიჯ - ნაბიჯ მოგაწვდით შესაბამის სამედიცინო ინფორმაციას . ჩვენი კლინიკა ყველა სამეანო ვიზიტის განახლებულ ინფორმაციას და ყოველი თვის გამოკვლევების დეტალურ საბუთებს გადმოგეგზავნებათ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მიიღოთ ყველა საჭირო ღონისძიება თქვენი შვილის დაბადებისთვის.
ბავშვის კლინიკიდან გაყვანამდე საჭიროა დამზადდეს ყველა სავალდებულო იურდიული დოკუმენტი. დაბადების მოწმობის დასამზადებლად საჭიროა 8 კვირა და 7 სამუშაო დღე.
დაბადების მოწმობის დამზადების შემდეგ, პასპორტისთვის უნდა მიმართოთ თქვენი ქვეყნის წარმომადგენლობით დაწესებულებას. პასპორტის მიღების პროცესი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 1 დან 7 დღემდე მერყეობს .